რუსეთში ოქროს მაღაროში 15-მდე მაღაროელია ჩარჩენილი

19 მარტი 2024, 14:50 468 ნახვა

ცამეტი მაღაროელია ჩარჩენილი რუსეთის ამურის ოლქში მდებარე ოქროს მაღაროში სამთო მასის ჩამოშლის შემდეგ. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ტელეგრამ-არხით ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "მიმდინარეობს კომუნიკაციების აღდგენა და სატრანსპორტო ფერდობის მექანიზებული გაწმენდა". მაღაროს ჰაერი მიეწოდება და ამიტომ ვარაუდობენ, რომ მაღაროელები ცოცხლები არიან. სამაშველო ოპერაციაში 80 სამთო მაშველი მონაწილეობს და მიწისქვეშადა სატვირთო სპეცტექნიკის 14 ერთეულია ჩართული. უბედური შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ოქროს მაღაროში „პიონერი“ მოხდა. მაღარო მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის ამურის ოლქში, რომელიც ჩინეთს სამხრეთით ესაზღვრება. მაღარო ეკუთვნის ლონდონში რეგისტრირებულ რუსულ ოქროს მომპოვებელ კომპანია „პეტროპავლოვსკს“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში