რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის ბოლო, მესამე დღეა. მოსკოვის პროკურატურა, დღეს, 12 საათზე საარჩევნო უბნებზე მისულებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა. ოპოზიციამ ამ აქციას "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" უწოდა. აქციის მონაწილეები გეგმავენ ერთდროულად შეიკრიბონ ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მისაცემად ან კენჭისყრის ჩასაშლელად, რითაც აჩვენებენ, რომ რუსეთში პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები არსებობენ.
პარალელურად, იერიშები არ წყდება უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში - პროუკრაინულმა სამხედრო ჯგუფებმა, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ციმბირის ბატალიონმა და ლეგიონმა "თავისუფალი რუსეთი" ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ისინი ვლადიმირ პუტინს ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანისკენ მოუწოდებენ.
აქვე გეტყვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში, რომელსაც მსოფლიო ბოიკოტს უცხადებს, უგანდელ, ბანგლადეშელ და განელ ე.წ -ულ დამკვირვებლებთან ერთად ქართველების ჯგუფიც მეთვალყურეობს.
გარდა ამისა, რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.