პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი 18:30 საათზე დაეშვება.
ილია თოფურია 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს.