სოფელ ბობოყვათში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული შუა ხნის კაცი კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.