ქობულეთში ორ ლოკაციაზე, სოფელ ცეცხლაურსა და ჯიხანჯურში ხანძრის კერა ფიქსირდება.
ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. აღნიშნულის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ფერმერების მიერ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წვის პროცესი გახდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.