გაეროს გენმდივანი მუსლიმებს რამადანის დაწყებას ულოცავს 

11 მარტი 2024, 09:01 415 ნახვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა   რამადანის  დაწყება მოულოცა ყველა მუსლიმს, რომლებიც იცავენ წმინდა მარხვის თვეს. ოფიციალურ იქსის პლატფორმაზე  გავრცელებულ ვიდეოში გუტერეშმა თქვა, რომ მისი ფიქრები  ღაზის საშინელებებით სავსე ყოფაში მყოფებსა და მათთანაა, ვინც ამ თვეს აღნიშნავს კონფლიქტის დროს.

პალესტინელები რამადანისთვის ისრაელის პოლიციის გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების, ომისა და შიმშილის ფონზე ემზადებიან. მუსლიმთა წმინდა თვეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებები შეჩერდა.

ათასობით პოლიციელია მობილიზებული იერუსალიმის ძველ ქალაქში, სადაც ყოველდღიურად ათობით ათას მლოცველს ელოდებიან ისლამის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას - ალ აქსას მეჩეთის კომპლექსში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი