ჩემთვის პატივია, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის - სარჯველაძე

11 მარტი 2024, 10:45 347 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრობა განსაკუთრებული პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.

დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი. მიმაჩნია, რომ ეს არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებული და დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას შეძლებენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი