მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს.
პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ 69 ათასი ლარია.
სამუშაოები კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.