საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო სტუდენტური თარგმანისთვის ,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ნომინაციაში - მხატვრული პროზა ჯილდო გიორგი ჯამბურიას გადაეცა, ნომინაციაში - პოეზია გიორგი კახიშვილს, ნომინაციაში-სამეცნიერო ლიტერატურა და ესეისტიკა ნიკოლოზ სარაჯიშვილს და ნომინაციაში პრეზიდენტის რჩეული - მათე სარალიშვილი გახდა.
კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელს ატარებს.