ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ტაძარში არაერთი სამუშაო ჩატარდა.
კულტურის სამინიტროს ინფორმაცით, ძეგლის უკეთ დასაცავად შეირჩა მაღალი ხარისხის სპილენძის მასალა, რაც განაპირობებს ტაძრისა და მისი კედლის მხატვრობის უსაფრთხოებას.
ტიმოთესუბნის XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბნის მიდამოებში მდებარეობს.
ტაძარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, როგორც არქიტექტურული, ასევე კედლის მხატვრობის თვალსაზრისით.