ბათუმი დღეიდან წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს, რომელიც წელს მეორედ იმართება და მასში არაერთი წიგნის მაღაზია, სკოლა, უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი, პროფესიული და უმაღლესი საასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის ართვინის უნივერსიტეტი.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება კონფერენციაც. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები გამოფენის ორგანიზატორებმა პატარებისთვისაც მოამზადეს. მათთვის საგამოფენო სივრცეში სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც გასართობი ღინისძიებები ჩატარდება.
წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა ლადო ასათიანის 27 ნომერში მდებარეობს და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.