დღეს ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში „გაგრას“ ესტუმრება და „კოლხეთის“ დამარცხების შემდეგ მორიგი სამი ქულის აღებას შეეცდება.
მეორე შეხვედრაში „სამგურალი“ გორის „დილას“ მიიღებს. გუშინ ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა.
თბილისის „დინამო“ „თელავთან“ სტუმრად 0:4 დამარცხდა, „ტორპედომ“ სახელ შეცვლილ „საბურთალოსთან“, - „იბერია 1999“-თან 2:3 წააგო. „სამტრედიამ“ და „კოლხეთმა“ კი ფრედ - 1:1 ითამაშეს.