ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის შეხვედრის დროს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

06 მარტი 2024, 20:08 384 ნახვა

ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრის დროს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესაში მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნისას რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები.ზელენსკიმ ეს განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე განახორციელა.

მანამდე ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ზელენსკისა და მიცოტაკისის შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი