კრემლი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

06 მარტი 2024, 14:01 434 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი  დიმიტრი პესკოვი დღეს გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურ სერგეი კობილაშისა და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურ ვიქტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორი ახალი  ორდერი გასცა.  

პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა და არ აღიარებს მას.  ამიტომაც მოსკოვი  შესაბამისად  ეპყრობა ასეთ გადაწყვეტილებებს.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში