სუპერ სამშაბათის წინასწარი შედეგებით ტრამპი და ბაიდენი ლიდერობენ 

06 მარტი 2024, 10:59 381 ნახვა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ შიდპარტიულ არჩევნებში,  ორივე კანდიდატის პოპულარობის  დაბალი  რეიტინგის მიუხედავად. 

ტრამპმა რესპუბლიკელთა ხმები მიიღო ათზე მეტ შტატში,  მათ შორის კალიფორნიასა და ტეხასში. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა  გაერო-ს ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ სუპერ სამშაბათის შედეგად ერთადერთ გამარჯვებას ვერმონტის შტატში მიაღწია.   

წინასწარი შედეგების მიხედვით, 15-ვე შტატში ჩატარებულ დემოკრატების პრაიმერიზში ჯო ბაიდენი იმარჯვებს.  ტრამპმა არაერთი სისხლის სამართლებრივი  ბრალდებების მიუხედავად, ზედიზედ მესამე საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა. 

ჯო ბაიდენის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ქაოსი, განხეთქილება და სიბნელე ელოდება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში