დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი რამდენიმე კატეგორიის რეგისტრაციის შესაძლებლობას მოიცავს, რისთვისაც მშობლებმა სკოლას უნდა მიმართონ.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2024 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი პირველი მაისიდან დაიწყება ხოლო საყოველთაო რეგისტრაციის დასაწყისად 20 მაისი განისაზღვრა.
დარეგისტრირება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. მეოთხე ეტაპზე მშობლებმა სკოლებსა და რესურსცენტრებს უნდა მიმართონ, იმ შემთხვევაში თუ კი მოსწავლეების დარეგისტრირებას ვერ შეძლებენ.
წელს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. მიმდინარე სასწავლო წელს დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.