ქობულეთში, სოფელ გვარაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი, რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამოძიება დაადგენს.