საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, - ამის ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიესალმება საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში და ამ მიმართულებითაც მზად არიან, მხარდაჭერა გამოგვიცხადონ.
"მადლობას გიხდით ქალბატონო პრეზიდენტო, რომ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში გვიმასპინძლეთ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ოცნება, საქართველოს ვსტუმრებოდი. პირველად ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და იქ ქართველ სტუდენტებს შევხვდი. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა.
საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. ყველა ის ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მიერ იქნა განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველოს სრულებით ვუჭერთ მხარს. ასევე მივესალმებით საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ.
ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად აუცილებელია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო კანონი იქნას პატივცემული. რომ ძალა არ იყოს ის, რაც ყველაზე ღირებულია დღევანდელ მსოფლიოში. შესაბამისად, ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას დახმარება. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში უკრაინიდან დევნილი ხალხი. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ“, - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.