ბოლივიაში ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

05 მარტი 2024, 12:30 619 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ბოლივიის დედაქალაქში მდინარე ადიდდა. ნიაღვარმა მდინარე არუნტაიას ნაპირები მოშალა და ყველაფერი რაც გზად შეხვდა მძიმე ტექნიკის ჩათვლით წალეკა. ლა პასის მერის ივან არიასის განცხადებით, ამღვრეულ მდინარეში ერთი გარდაცვლილი იპოვეს. რეგიონში 11 მარტამდე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ბოლივიაში გამანადგურებელი სტიქიის შედეგად ოფიციალური მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეში 43 ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში