უკრაინულმა საზღვაო დრონმა რუსული გემი ჩაძირა

05 მარტი 2024, 12:24 403 ნახვა

უკრაინის საზღვაო დრონებმა ფეოდოსიაში საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაძირეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში გემის აფეთქების მომენტია დაფიქსირებული. რუსმა ოკუპანტებმა სცადეს საზღვაო დრონების განადგურება, მაგრამ ვერ მოახერხეს. ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ყირიმის ხიდიც იყო. დღეს ყირიმის ხიდზე მოძრაობა ჩაიკეტა. უკრაინის თავდაცვის ძალები კი ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის კადრებს ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების მუშაობენ და აფეთქებების შემდეგ გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილას განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 22 დრონი გაუშვა, მათგან 18 საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოდესის რეგიონში გაანადგურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში