რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზი 3-ჯერ იზრდება

05 მარტი 2024, 12:19 440 ნახვა

მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ფასის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 1 ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია, რაც დაახლოებით 1 ლარია. ცვლილებების შემდეგ კი, აქციზის გადასახადი ლიტრზე 109 რუბლი, ანუ 3 ლარი და 13 თეთრი იქნება. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი სწორედ რუსეთია. 2023 წელს ღვინის რეალიზების 65.3% რუსეთზე მოდიოდა. რუსეთის მხრიდან ღვინის იმპორტზე გადასახადის მოსალოდნელ გაძვირებას საქართველოში ეხმაურებიან. სექტორში აცხადებენ, რომ ბაზარი არასტაბილურია და დივერსიფიკაციის მიმართულებით ზომები უნდა გააქტიურდეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი