თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პირის ალი ბალაძისა და მამუკა ბერიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში რამდენიმე მოწმე ჰყავს, მათ შორის ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც ამავე ეპიზოდიდან გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულის სტატუსითაა. ყოფილი სპეცრაზმელის დაკითხვის ნაწილში, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.
პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ტარდება.