ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

04 მარტი 2024, 10:11 441 ნახვა

ოდესაში, რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ​​ბავშვის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 78 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათივე ცნობით, ჯამში რუსებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 50 საჰაერო დარტყმა, 112-ჯერ დაარტყეს უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.

"კუპიანსკის მიმართულებით, რუსებმა განახორციელეს 11 თავდასხმა ხარკოვის ოლქის სინკოვკასა და ტაბაევკას დასახლებების რაიონებში, ისინი წარუმატებლად ცდილობდნენ თავიანთი ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას.

ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების 5 თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას და დონეცკის ოლქის ტერნისა და ვერხნეკამენსკოეს დასახლებებში"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი