ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ტურისტი ხიდიდან გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, იგი თაღოვან ხიდზე ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც შემთვევა მოხდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, 40 წლის ქალს მრავლობითი დაზიანება აქვს და ამ წუთებში, გამოკვლევები უტარდება.
დაშავებული ბელორუსიის მოქალაქეა.