აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას თვითმფრინავებით მიაწვდიან - ჯო ბაიდენი

02 მარტი 2024, 10:05 546 ნახვა

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან.

პრეზიდენტის თქმით, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი მიიღოს, ვაშინგტონი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ბაიდენმა ასევე ტრაგიკული და საგანგაშო უწოდა 29 თებერვალს, ჩრდილოეთ ღაზაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ჰუმანიტარული დახმარების მიღების დროს ისრაელის ცეცხლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი