სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დღეიდან მხოლოდ ადრესატის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი 

01 მარტი 2024, 10:12 449 ნახვა

დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებლები, თანხმობის გარეშე, ვეღარ მიიღებენ.

უარის დაფიქსირების შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

თუ მომხმარებლის უარის მიუხედავად, კომპანიები სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას განაგრძობენ, მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. 

კომპანია საჩივარს განიხილავს და მოვაჭრეს მისცემს გაფრთხილებას ან დააჯარიმებს 3000 ლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი