სანოტარო მომსახურება აჭარაში, სოფელ გეგუთსა და ახალქალაქში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა

29 თებერვალი 2024, 13:37 416 ნახვა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები დაინიშნენ ბათუმში, დაბა ჩაქვში, სოფელ გეგუთსა და ახალციხეში. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი მუდმივად მზარდია. ზოგიერთ ქალაქში სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ახალდანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრაზე სანოტარო სერვისების თაობაზე ისაუბრა, ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიული წარმატებები უსურვა. შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანური რესურსების მართვის და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი