გიგა ოთხოზორიას დედის განცხადება

18 მარტი 2017, 00:00 2639 ნახვა

გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეყვანის ფაქტს დაგვიანებულად მიიჩნევს. ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლის ძებნა ინტერპოლის ე.წ. წითელი ცირკულარით გუშინ დაიწყო. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. რაშიდ კანჯიოღლის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი