ისრაელის თავდასხმების შედეგად 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა - ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

29 თებერვალი 2024, 10:20 438 ნახვა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად „ჰამასის“ დაახლოებით 12 000 წევრი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში განადგურებულია 8 მნიშვნელოვანი სამიზნე, ასევე გვირაბები იმ ადგილის მახლობლად, საიდანაც რაკეტების გასროლა დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, სამხედრო ოპერაცია გრძელდება ქალაქ ხან იუნისსა და ჩრდილოეთ ღაზაშიც.

რაც შეეხება ღაზის სექტორის დახმარებას, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში დახმარების გაგზავნას საჰაერო გზით განიხილავს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი