გეოლოგები ქვეყნის მასშტაბით კვლევებს აგრძელებენ - გარემო

28 თებერვალი 2024, 15:39 479 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარატამენტი ქვეყნის მასშტაბით კვლევებს აგრძელებს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში, კერძოდ, ონის, ამბროლაურის, ცაგერის ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, გეოლოგების ჯგუფების მიერ, საველე კვლევების პროცესში შეფასებული იქნა, როგორც მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

"აღნიშნულ პერიოდში გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 171 ოჯახი და 34 ინფრასტრუქტურული ობიექტი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის დნობის პროცესი, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მასშტაბის სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება"- განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი