უკრაინის პრეზიდენტი ალბანეთში ჩავიდა 

28 თებერვალი 2024, 10:03 440 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ალბანეთში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში  ალბანეთის პრემიერ -მინისტრს და სხვა რეგიონულ ლიდერებს შეხვდება.

პრეზიდენტი ზელენსკი  ღონისძიების თანაორგანიზატორი და თანათავმჯდომარე იქნება.  თებერვლის დასაწყისში ალბანეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მაღალი შეფასება მისცა  ტირანის უკრაინისადმი მხარდაჭერას.

ალბანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესიის შემდეგ უკრაინას გაუგზავნა სამხედრო დახმარება - იარაღი, საბრძოლო მასალა, ნაღმსაწინააღმდეგო მანქანები  და ამჟამად უკრაინის მხარდამჭერ ქვეყანათა პირველ ათეულში შედის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი