უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

28 თებერვალი 2024, 10:01 402 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში, მტერმა 8 სარაკეტო და 75 საჰაერო დარტყმა, 141 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ბოლო 24 საათის ბოლოს რუსი ოკუპანტები უკრაინას 10 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს ათივე უპილოტო საფრენი აპარატი"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

საოკუპაციო ძალების მიერ სუმის ოლქის დაბომბვას, 2 ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.

რუსულმა არმიამ დასახლებულ პუნქტებზე 60 -მდე იერიში მიიტანა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას დონეცკის ოლქშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი