ღაზის სექტორში, 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 30 ათასს მიაღწია. სტატისტიკას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის უწყება აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე- ღამის განმავლობაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას, 96 პალესტინელი ემსხვერპლა, 172 კი დაშავდა. დაჭრილთა საერთო რაოდენობა, 70 ათასს აჭარბებს.
ანკლავში, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. „ცაჰალი“ სახმელეთო და საავიაციო ოპერაციას სექტორის სხვადასხვა რაიონში, პარალელურ რეჟიმში ატარებს.