ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში სპორტულ-შემეცნებითი კონკურსი გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის 63 მოსწავლე მონაწილეობდა. ტესტირების მიზანია მოსწავლეებისთვის საქართველოს სპორტის ისტორიის გაცნობა. გამოვლინდა 3 საპრიზო ადგილის მფლობელი. კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სასპორტო სკოლისა და ადგილობრივი რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.