28 მცდელობა დაიწყოს გამოძიება და ამდენივე პოლიტიკური ბრალდება ოპონენტებს. ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას შესაძლო სისტემურ კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი მისა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ აუდიტის დასკვნებშიც კი წლების განმავლობაში ხაზგასმულად წერია იმ ფინანსური დარღვევების შესახებ, რომლებსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქვს ადგილი.
ოპოზიციის წარმომადგენელი პროკურატურას მოუწოდებს სწრაფი რეაგირებისკენ და ითხოვს ბიუჯეტში დაბრუნდეს არამიზნობრივად დახარჯული თანხა.