დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით 20 000 ლარი გამოართვეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.