თოვლის ფესტივალი იმართება კურორტ ბახმაროში. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გემოვნებიან მუსიკას სთავაზობენ ცნობილი შემსრულებლები.
ადგილზე მოეწყო გამოფენა გაყიდვა, მიმდინარეობს გურული კერძების მასტერკლასი და სხვა უამრავი გასართობი აქტივობა.
გასართობი ღონისძიებები გათვლულია ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციას.
თოვლის ფესტივალმა სტარტი დღეს აიღო და სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.