მიმდინარე წელს უკრაინა ახალი კონტრშეტევის მომზადებას გეგმავს - ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2024, 15:04 447 ნახვა

მიმდინარე წელს უკრაინა არა მხოლოდ თავდაცვას, არამედ ახალი კონტრშეტევის მომზადებას გეგმავს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისეთ ქვეყანასთან დაპირისპირებაში, როგორიც რუსეთია, თავდაცვაც კი დიდი ამოცანა და გამოწვევაა.

პრეზიდენტმა ასევე 2023 წლს უკრაინის კონტრშეტევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დროს მებრძოლების სიცოცხლეზე უნდა იფიქრო, რადგან სწრაფი მოძრაობა ნიშნავს ხალხის დაკარგვას და თუ უკრაინა ჯარისკაცებს დაკარგავს, მაშინ დაკარგავს ყველაფერს.

„თავის დაცვა არის ნომერ პირველი ამოცანა. შავ ზღვაზე წარმატებული ისტორიის გაგრძელება - ჩვენ ამას გავაკეთებთ. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ მათ, რუსებს, სიურპრიზები ექნებათ!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი