აშშ-ის პრეზიდენტი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა. ჯო ბაიდენმა ნავალნის გამბედაობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.
პრეზიდენტმა შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ ალექსეის ღვაწლი იმ ადამიანების მეშვეობით გაგრძელდება, რომლებიც მთელ რუსეთსა და მსოფლიოში მის გარდაცვალებას გლოვობენ. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის.
ბაიდენმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაც დაადასტურა.