მედვედევი რუსეთის ჯარის კიევამდე მისვლას არ გამორიცხავს

22 თებერვალი 2024, 13:18 447 ნახვა

უკრაინაში  მოსკოვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მისაღწევად   რუსეთის ჯარს  შესაძლოა  უკრაინის დედაქალაქ კიევამდე მისვლა დასჭირდეს - ამის შესახებ  რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსები და უკრაინელები ერთი ერია და უკრაინის მთავრობა, რომელსაც მოსკოვი "კიევის რეჟიმს" უწოდებს, "უნდა დაეცეს".

მედვედევი ამბობს, რომ კიევს აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგეები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი