ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია დღეს დასრულდება

22 თებერვალი 2024, 09:57 326 ნახვა

გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში დღეს დასრულდება. კონფერენციის მეორე დღე მუზეუმს, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავს დაეთმობა.

გიდებს გააცნობენ მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას. 6 ქვეყნის ათობით წარმომადგენელი ესწრება ამ კონფერენციას. მათ შორის, გიდების საერთაშორისო ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ბორდის წევრები. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გიდებს, როგორც ამა თუ იმ ქვეყნის, ქალაქის და ზოგადად ადგილის ელჩს ტურიზმის სფეროში გლობალურ გამოწვევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობენ.

ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია პირველად იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში