ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

20 თებერვალი 2024, 16:24 408 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში წერია.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიზანშეწონილად მიიჩნევენ სანქციების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ზომების მიღებას.

"სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი ზომები. საჭიროების შემთხვევაში“, -აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დააწეს, შემდეგ კი იმავე წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის გამოცხადების საპასუხოდ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი