ისრაელის საჰაერო თავდასხმისას, ცენტრალურ ღაზაში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

20 თებერვალი 2024, 10:30 324 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. პარალელურად, „ცაჰალი“ ლიბანში დისლოცირებული დაჯგუფების, „ჰესბოლას“ პოზიციებზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ ლიბანში, ქალაქ სიდონთან ახლოს, „ჰეზბოლას“ იარაღის საცავზე, სარაკეტო იერიში მიიტანეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ოპერაცია საპასუხო რეაქცია იყო „ჰესბოლას“ აგრესიაზე, რომელმაც ჩრდილოეთ, ისრაელის ქალაქ არბელს, დრონებით შეუტია.

იერუსალიმში ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები  პარლამენტის შენობიდან  პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლისკენ გაემართნენ. 

საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.  ისინი  მთავრობას  ღაზაში "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი მძევლების დასაბრუნებლად შეთანხმების დაჩქარებისკენ  მოუწოდებდნენ.

მომიტინგეები მთავრობისგან  ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას და "ჰამასთან" გარიგების დადებას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ გასათავისუფლებლად სხვა შანსი, სხვა წუთი და წამი არ არსებობს.  ღაზაში ისრაელის სამხედრო შეჭრის შედეგად,  30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.  ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 100-ზე მეტი ისრაელელი მძევალი რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი