უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს ავდიივკასა და უკრაინის საჭირო მხარდაჭერაზე.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა შაბათს დაურეკა ზელენსკის და ხაზგასმით განუცხადა, რომ აშშ-ი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა კონგრესის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობა.