უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელეს 3 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა, 102 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.
ღამით რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას შაჰედ-136/131 ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით.
"ლიმანის მიმართულებით, დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების 10 თავდასხმა ბელოგორივკას მახლობლად, ლუგანსკის რეგიონში, ტერნოვსა და დონეცკის რეგიონში ვიემკას სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლების 8 თავდასხმა დონეცკის ოლქის ივანოვსკის, კლეშჩეევკას, ანდრეევკას მახლობლად"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
პარალელურად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ დარტყმა განახორციელა 4 მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობაა თავმოყრილი.