საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ

19 თებერვალი 2024, 10:08 499 ნახვა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებათა პაკეტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები 90 ხმას ვერ მიიღებენ, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერა ვერც ამ ეტაპზე იქნება უზრუნველყოფილი, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს ასარჩევად კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ ვერც მესამე კენჭისყრით აირჩევენ, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი