ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

18 თებერვალი 2024, 10:44 484 ნახვა

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი ვოლკანოვსკის მცირე უპირატესობით დასრულდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში მეტოქეს უძლიერესი დარტყმა გაუატარა და საბოლოოდ ბრუტალური ნოკაუტით იმარჯვა. 

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო და ის პირველი ქართველი გახდა  ვინც ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ქამრის მოპოვება შეძლო.

ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში