ზურიკო დავითაშვილი "სენტ ეტიენის" ფეხბურთელია

11 ივლისი 2024, 20:35 510 ნახვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა “სენტ ეტიენმა” წარადგინა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ზურიკომ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ერთი წლით განახლების ვარიანტით. „ბორდომ“ 23 წლის ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღო. "სენტ ეტიენის" სოციალურ ქსელში ზურიკოს ტრანსფერი საქართველოს ჰიმნით დაადასტურეს.

ზურიკო დავითაშვილი “ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

“სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ლიგა 1-ში კი, წელს დაბრუნდა, როდესაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის “მეცი“ დაამარცხა. ზურიკოს ახალი კლუბი ლიგა 1-ის პირველ ტურში „მონაკოს“ შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში