ბათუმის „დინამო“ „ლუდოგორეცთან“ 1:3 დამარცხდა

11 ივლისი 2024, 10:01 493 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ სტუმრად რაზგრადის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ტეკპეტისა და რიკის გოლებით 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა ბულგარელებმა 72-ე წუთზე ვიტრის გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირეს. განმეორებითი შეხვედრა ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 17 ივლისს გაიმართება.

დღეს ევროტურნირებზე კიდევ ორი ქართული გუნდი ითამაშებს. თბილისის „დინამო“ მონტენეგროს „მორნარ ბარის“ უმასპინძლებს, ქუთაისის „ტორპედო“ კი გასვლაზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი