კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა კოლუმბიას შეხვდება 

11 ივლისი 2024, 08:38 301 ნახვა

2024 წლის კოპა ამერიკის მეორე ფინალისტი კოლუმბიის ნაკრები გახდა, რომელმაც ნახევარფინალში ურუგვაი 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე ხამეს როდრიგესის პასით ჯეფერსონ ლერმამ გაიტანა.

კოლუმბია ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც 15 ივლისს გაიმართება, მესამე ადგილისთვის კი კანადა და ურუგვაი ითამაშებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში